მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან დახმარებას?

14 მაისი 2020, 18:36 1060 ნახვა

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს დახმარებას, ეს საკითხი საკამათო მას შემდეგ გახდა, რაც ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ გუნდს, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ჩათვლით.  ეს ევროპარლამენტარის უკვე მეორე საჯარო განცხადებაა, იგი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია, ოპოზიცია მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ თუ ქვეყანას გრანტს აღარ გამოუყოფენ, ეს მოსახლეობას დააზარალებს, თუმცა მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა საფრთხის წინაშე არ დგას და ნაციონალური მოძრაობა ამაოდ ცდილობს ბზარების წარმოქმნას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში