აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში უფასოდ განახორციელებს ხვნა-თესვის პროგრამას - თორნიკე რიჟვაძე

13 მაისი 2020, 19:46 557 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს,რომ ხელისუფლება უკვე ეხმარება ფერმერებს და რეგიონში უფასოდ ამუშავებენ სახნავ-სათესს მიწებს.

მთავრობის თავჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს და მათ კრიტიკას გამოხტომას უწოდებს.

''მაგათი გამოხტომები ახალ მწვერვალებს იბყრობს, ადრე თუ ჩვეულებრივი შარლატანები იყვნენ ახლა კოპლებიანი შარლატანები არიან. "'

ფერმერების საკითხზე კი ამბობს,რომ: "ცენტრალური ანტიკრიზისული სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში ის გლეხი, რომელიც ფლობს დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მიიღებს შესაბამისს სუბსიდიას. ასევე აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში უფასოდ განახორციელებს ხვნა-თესვის პროგრამას და აჭარაში არცერთი გლეხი არ დარჩება სასოფლო სამეურნეო მიწის დასამუშავების გარეშე და ეს განხორვიელდება უფასოდ."

ცნობილია რომ 200 ლარიანი ვაუჩერით ის ფერმერებიც ისარგებლებენ,რომლებსაც საკუთრებაში დარეგისტრირებული აქვთ 2500 კვადრატული მეტრი. თორნიკე რიჟვაძის თქმით პროგრამით ყველა ფერმერი ისარგებლებს და მათთვის ეს უფასო იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი