აჭარაში ფერმერების უმრავლესობა მთავრობის მიერ განსაზღვრული შეღავათებით ვერ ისარგებლებს - ოპოზიცია

13 მაისი 2020, 11:35 1666 ნახვა

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა კაბინეტშია დაწერილი და რეალურად იგი არ არის მოსახლეობაზე გათვლილი. გეგმა რომლის პრეზენტაციაც მთავრობამ გუშინ მოაწყო, ფერმერებისთვის 1 ჰექტარზე მიწის ნაკვეთზე 200 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აჭარის მოსახლეობის ნაწილი ვერ ისარგებლებს ვაუჩერით, ვინაიდან ფერმერების უმრავლესობას მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული არ აქვს ან მათი საერთო რაოდენობა არ შეადგენს 1 ჰექტარს. "ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მსხვილ ბიზნესზეა მორგებული, რაც ოპოზიციას კორიფციული გარიგების ეჭვს უჩენს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავენ, რომ ვაუჩერით ისარგებლოს ყველამ, მათ შორის იმ ფერმერებმაც ვისაც არ აქვს დარეგისტრირებული მიწები ან სარგებლობაში არ გააჩნიათ 1 ჰექტარი მიწა. ასევე ითხოვენ გაიზარდოს ვაუჩერის თანხა 400 ლარამდე, ამბობენ რომ ამის საშუალება ბიუჯეტს აქვს. აჭარის მთავრობას კი მოუწოდებენ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში