რა შეღავათებს მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან

12 მაისი 2020, 14:18 1549 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომლითაც ფერმერები ისარგებლებენ. მათ შორისაა მიწის დასამუშავებლად ფინანსური დახმარება, შედარებით დაბალ ფასად დიზელის საწვავი და უფასო სარწყავი წყალი. 

გიორგი გახარიას თქმით, ეს დახმარება შეეხება 200 000 ფერმერს და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება. 

''თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას 200 ლარის ოდენობით. დაახლოებით ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონის საფერმერო მეურნეობები , რომლებსაც მაგალითად გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა მიიღებენ დახმარებას  სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით. ეს პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით  ნაკლები მოცულობის მიწები. 

გარდა ამისა ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ  დიზელის სასწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით  იაფი. სასოფლო-სამეურნეო მამუსაოებისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაჭრელად. 

ყველა ფერმერი საქართველოში, ასეთი კი 42 000, მათ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ და რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა, მას სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება. ეს იქნება გრანტი 50%. 

ეს ყველაფერი ზალაში შევა 20 მაისიდან და ფერმერებს საშუალება ექნებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართონ'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ მინისტრის განცხადებით, აგრარული პროცესი არცერთი წუთით არ უნდა გაჩერდეს და დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს. 

''კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება. ეს ძალზედ მგრძონობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც'' - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში