პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

11 მაისი 2020, 18:49 1465 ნახვა

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. პროცესი პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში .

რეგისტრაცია საჯარო სკოლებში მშობლის განცხადების საფუძველზე განხორციელდება.  მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 2 ივნისს და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში