''საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს” - გიორგი გახარია

09 მაისი 2020, 15:02 1270 ნახვა

“საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. პრემიერმა  ასე უპასუხა კითხვას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის წერილზე და დასძინა, რომ “ “საქართველო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო, შეასრულებს”.

ანდრიუს კუბილიუსმა 8 მაისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულება, როგორც მემორანდუმის, ისე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული განცხადების ნაწილში: პრემიერის ამ კომენტარს უკვე მოყვა გამოხმაურებები ოპოზიცური პარტიების მხრიდან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში