ქობულეთის კლასტერი დავხურეთ, დაახლოებით 10 დღეა, იქ ინფექცია აღარ გვაქვს - ამირან გამყრელიძე

08 მაისი 2020, 20:05 4632 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქობულეთის, ღვანკითის და კიდევ რამდენიმე კლასტერი უკვე დახურულია და საქართველოში კოვიდინფექცია ძლიერი ინტენსივობით აღარ მიმდინარეობს.

''ქობულეთის კლასტერი დავხურეთ, დაახლოებით 10 დღეა, იქ ინფექცია აღარ გვაქვს. ასევე, ღვანკითიც. რასაც ვაკვირდებით, თითქოს ისეთი ინტენსივობით აღარ ცირკულირებს ინფექცია, რაც მთავარია, 4-ჯერ გაზრდილი ტესტირების ფონზე. რაღაც ინდიკატორები არის, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ოდნავ დამშვიდებისკენ მიდის სიტუაცია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ უკვე დავამარცხეთ კოვიდი.” – ამბობს ამირან გამყრელიძე

მისი თქმით, ქვეყანაში გამოჯანმრთელების რიცხვი აჭარბებს ყოველდღიური ინფიცირების რიცხვს და საქართველოში სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო ქვეყნებთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში