ბათუმის მერია ტენდერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

07 მაისი 2020, 19:32 373 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მიმდინარე ტენდერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ახლად შექმნილი აიპის კორდინირებულად მუშაობისა და მოქალაქეების ერთ სივრცეში მომსახურების მიზნით, აუცილებელია ერთ-ერთ შენობაში გადასვლა. ამისთვის შერჩეულია ტაბიძის N51-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის - პირველი ოთხი სართული, რომელიც 180 თანამშრომლისთვის გადაუდებელი ავეჯით უნდა აღიჭურვოს.

ავეჯის შეძენისთვის ტენდერი 26 თებერვალს გამოცხადდა და მალევე ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით შეწყდა. ახალი ტენდერი 14 აპრილს გამოცხადდა, გამარჯვებული კი, ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანია ჯეოპლიუსია.

48 ათას 900 დოლარად კომპანიამ უნდა დაამზადოს საჭირო ავეჯი - აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში