ხვალ ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

07 მაისი 2020, 16:26 2145 ნახვა

8 მაისის ღამის საათებიდან 9 მაისის დილამდე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა, ზოგან თქეშის სახით და ელჭექი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ზღვაზე ღელვა 2-3 ბალი, საზღვაო ტრანსპორტისთვის ხილვადობა იქნება შეზღუდული.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი ხანმოკლე წვიმის სახით იქნება, მაგრამ იქროლებს ძლიერი ქარი, მხოლოდ კახეთშია შესაძლებელი სეტყვა.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში