როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება აჭარის მაღალმთიანეთის სკოლებში?

07 მაისი 2020, 14:26 884 ნახვა

როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება აჭარის მაღალმთიანეთის სკოლებში?-ინფორმაცია რესურსცენტრების ხელმძღვანელებისგან და სკოლების დირექტორებისგან აჭარის განათლების მინისტრმა მოისმინა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. რესურსცენტრების ხელმძღვანელების ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაში ყველა მოსწავლეა ჩართული, ინტერნეტის ხარვეზის შემთხვევაში კი პედაგოგი მოსწავლეს ტელეფონის საშუალებით უკავშირდება. მინისტრის განცხადებით, უწყება აძლიერებს ელექტრონულ და სატელევიზიო ფორმატებს. 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი