ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა

07 მაისი 2020, 15:13 1083 ნახვა

15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.  ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრემეირ-მინისტრმა ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ  მიმდინარე წელს ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.  

გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე.  პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან უახლოეს დღეებში იქნება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში