მორიგი ანტირეკორდი აშშ-ში

06 მაისი 2020, 13:47 1808 ნახვა

3  მილიონ 745 ათასი ინფიცირებული, 258 ათას 884 გარდაცვლილი და მილიონ 250-მდე გამოჯანმრთელებული - ასეთია ამ დროისთვის  მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის  შედეგი.  ახალი ანტირეკორდი აშშ-ში დაფიქსირდა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ  70 ათასს გადააჭარბა.  

პანდემიის ამერიკულ სცენარს უწინასწარმეტყველებენ ბრაზილიას. ერთ დღე-ღამეში ქვეყანაში რეკორდული 600 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რომელიც უარს ამბობს  კარანტინის გამოცხადებაზე.

ბრაზილიის რამდენიმე შტატის გუბერნატორმა ხელისუფლებიდან  ბრძანების გარეშე  მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შეზღუდვები დააწესა, სავაჭრო ცენტრების დახურვისა და თვითიზოლაციის გარდა, ხვალიდან მაგალითად სან-პაულუში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.  მეზობელ კოლუმბიაში საყოველთაო კარანტინი 25 მაისამდე გააგრძელეს.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება მექსიკაშიც. აქ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ციხეებიდან ასობით პატიმარი გაათავისუფლეს. თავისუფლებაში, თუმცა თვითიზოლაციაში 800-მდე ადამიანი გაუშვეს, რომლებიც  ვადამდე გათავისუფლების პირობებს აკმაყოფილებდნენ და სასჯელს მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდნენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში