იგეგმება ფარმაცევტების და სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება - ამირან გამყრელიძე 

05 მაისი 2020, 20:37 7959 ნახვა

თანდათანობით ქვეყანაში ტესტირების არელი ფართოვდება, რის შემდეგაც ფარმაცევტების, სტომატოლოგების, სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება მოხდება - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით უკვე უკვე იტესტებიან ყველა ცხელების კლინიკის თანამშრომლები, კარანტინიდან გამომსვლელი პირები, მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი მომვლელები.

"რაღაც ეტაპზე, როდესაც ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩატარდება ფარმაცევტების, სტომატოლოგების, სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება. საქართველოში ფარმაცევტების რაოდენობა დაახლოებით 8000-ს აღწევს და საპილოტე პროექტი დიდი ალბათობით აჭარაში განხორციელდება, სადაც კარგი ლაბორატორიული სიმძლავრეები გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ტესტირება უნდა იყოს მიზნობრივი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში