დღეს საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი ნაკადი დაბრუნდება

05 მაისი 2020, 10:19 1058 ნახვა

საბერძნეთიდან დღეს  საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი ნაკადი დაბრუნდება. მათ სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ავიარეისით სამშობლოს დაუბრუნდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც "კოვიდ 19"-ის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.

ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან. ახლო მომავალში დაგეგმილია რეისები ამსტერდამიდან, ბერლინიდან. პანდემიის პირობებში ქვეყანაში უკვე 9 500 მოქალაქე დაბრუნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში