ეკონომიკის გახსნის მეორე ეტაპი

04 მაისი 2020, 20:03 1699 ნახვა

საქართველოში შეზღუდვების გაუქმების კიდევ ერთი ეტაპი ხვალიდან ამოქმედდება, რომელიც სამშენებლო კომპანიებს შეეხება. ხვალიდან შეეძლებათ მუშაობის გაგრძელება ავტო-სარემონტო კომპანიებსაც, თუმცა ისინი ყოველდღიურად შემოწმდებიან. მონიტორინგის დავალება, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს, პრემიერმა მისცა. ოპერირების უფლება მიენიჭებათ სამშენებლო  მასალის მწარმოებლებსაც. კომპანიები მაქსიმალურად ვალდებული, უსაფრთხოების წესების დაცვაზეც იქნებიან. ბიზნესი გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით ხვდება, მაგრამ პანდემიის გამო,შეჩერებულმა მშენებლობებმა, ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად უკვე იმოქმედა, კრიზისამდელ შედეგებზე გადასასვლელად კი სამშენებლო ბიზნესს სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი