ლეონიდ ჩერნოვეცკი ამომრჩეველს შეხვდა

28 სექტემბერი 2016, 00:00 4569 ნახვა

ქობულეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში, ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში  ლეღვას მოსახლეობას შეხვდა. კიევის ყოფილი მერი ამომრჩეველს იმ ღონისძიებებზე ესაუბრა, რომელსაც მხარდაჭერის შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაატარებს. ჩერნოვეცკის განცხადებით, მას 5 ინიციატივა და ამორჩევლის ხარდაჭერის იმედი აქვს. ლეონიდ ჩერნოვეცკი ამომრჩეველს რუსულად, თარჯიმნის დახმარებით ესაუბრა. შეგახსენებთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩერნოვეცკის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა არგუმენტად კი სწორედ  ქართული ენის არცოდნას ასახელებდა. საიას განმარტებით, კანონმდებლობით არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა, თუ კანდიდატი არ ფლობს ქართულ ენას. ცესკომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქობულეთის ოლქის თავმჯდომარემ, განმარტა, რომ ცესკოს არ აქვს ამ ტიპის ინფორმაციის გადამოწმების კანონიერი მექანიზმი.

ამავე კატეგორიაში