პროტესტი შუქის გათიშვის გამო

04 მაისი 2020, 14:55 1837 ნახვა

ბათუმში, ბონის დასახლებაში, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შესახლებული 75-მდე ოჯახი დენის გათიშვას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების თქმით კორონავირუსის პრობლემასთან დაკავშირებით შესახლებულთა უმეტესობა სოფლებში გაიხიზნა. აქ მყოფ ოჯახებს კი საერთო მრიცხველი აქვთ. მოქალაქეების თქმით მათზე არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ გავრცელდება, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებული ელექტროენერგიის სუბსიდია.

სახლში 50-მდე ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ვეღარ ესწრებიან. კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან რამდენჯერმე მოხდა გადავადებაზე შეთანხმება, მაგრამ დღემდე დაგროვდა სამი თვის დავალიანება. ამიტომაც იძულებული გახდნენ ელექტროენერგია გაეთიშათ. ამჟამად დამატებით გაიმართება მათთან კონსულტაცია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში