პანდემია და ტურიზმის გამოწვევები 

03 მაისი 2020, 20:30 844 ნახვა

ეკონომიკიკური კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა საინტერესო მონაცემები COVID-19-ის ეკონომიკური შედეგებზე მსოფლიოსა და საქართველოში. ტურიზმის ნაწილს გაგაცნობთ ამ კვლევიდან. ცენტრში მიიჩნევენ, რომ მსოფლიო ტურიზმის კრიზისი საქართველოზეც მოახდენს გავლენას. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, თებერვლის თვეში უკვე შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 0.7%-ით წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა გაიზარდა ტურისტულ ვიზიტორთა რაოდენობა 4%-ით.

აღსანიშნავია, რომ 161.5%-იანი ზრდა შეინიშნებოდა თებერვლის თვეში ესტონეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე. ტურისტული ნაკადის საგრძნობი ზრდა შეიმჩნეოდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდანაც: პოლონეთი (84.8%), იტალია (81.2%), საფრანგეთი (52.4%) და გერმანია (38%)43. პოლონეთის გარდა ოთხივე ზემოთ აღნიშნული ქვეყანა ახლა პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, საქართველოს ყველა მათგანთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს. რაც შეეხება უკანასკნელი წლის სტატისტიკას: ევროკავშირიდან და ირანიდან შემოსული ვიზიტორები მნიშვნელოვან სეგმენტს შეადგენენ ქართულ ტურიზმში. 2019 წელს შემოსულ ვიზიტორთა სრული რაოდენობის 6.28%-ს შეადგენდნენ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორები.

ევროკავშირიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი 2018 წელთან შედარებით დაახლოებით 26%-ით მეტი იყო. ირანელი ვიზიტორების წილი შედარებით მცირე იყო, თუმცა საერთო ვიზიტორების 1.52%-ს შეადგენდა. 2019 წელს ირანელი ვიზიტორების რიცხვმა მნიშვნელოვანი კლება განიცადა 2018 წელთან შედარებით და 51.2%-ით შემცირდა, რაც სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებითა და ირანის ეკონომიკური სტაგნაციით იყო განპირობებული. მას შემდეგ, რაც სამოგზაურო შეზღუდვები უკვე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაზეა გავრცელებული, მათ შორის მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთზეც, ცხადია გავლენა ტურიზმის სფეროზე კიდევ უფრო გაიზარდა.

სამოგზაურო შეზღუდვები და ჩაკეტილი საზღვრები საქართველოს ტურისტულ სექტორს დააზარალებს და, სავარაუდოდ, შეანელებს ბაზრის დივერსიფიკაციის პროცესს.  ტურისტების შემცირება ასევე აისახება სარესტორნო ბიზნესზე, სავაჭრო ობიექტების ბრუნვაზე და ა.შ. ამ ბიზნესებზე ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ ტურისტების შემცირება, არამედ სხვადასხვა  შეზღუდვები, რომლებიც დისტანციების დაცვას ისახავს მიზნად. ეკონომიკური გავლენის მასშტაბის შესაფასებლად შეიძლება აღინიშნოს, რომ მაგალითად ტურიზმის სფეროში, 2018 წლის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებში, სადაც  44 ათასი ადამიანია დასაქმებული; 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში