მსხვერპლით  დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გოდერძის უღელტეხილზე 

03 მაისი 2020, 15:25 12167 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ. ტრაქტორის გზიდან გადავარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ის მძიმე ტექნიკას მართავდა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი გარდაცვლილი სოფელ პაქსაძეების მკვიდრი იყო. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.  

ცნობილია რომ ტრანსპორტში ის მარტო იმყოფებოდა. მამაკაცის ცხედარი  სამხარაულის ბიუროშია გადასვენებული. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გამოᲫიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილიᲗ,რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,  რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში