კოვიდ 19-ის  სტატისტიკა მსოფლიოში

03 მაისი 2020, 15:02 3560 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რიცხვმა 3 400 000-ს, გამოჯანმრთელებულთა კი მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 245 000-მდე ადამიანი. ბოლო მონაცემებით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთში დაფიქსირდა, გარდაცვალების კი მექსიკაში. რუსეთში  კოვიდ 19-ის  10 663 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

გარდაცვლილია 58. მექსიკაში კი ბოლო მონაცემებით ვირუსს 89 მოქალაქე ემსხვერპლა, დაინფიცირდა 1349. ისრაელში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა დადასტურებული გარდაცვლილია 1 პირი.აქ თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა. სკოლებს უბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ფინალური გამოცდები ჩააბარონ.

ისრაელში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები მარტში დაწესდა, ახლა კი ეტაპობრივად იხსნება.ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სულ კორონავირუსის 16 194 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 230 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში