საქართველომ გერმანიისგან საჩუქრად რამდენიმე ათასი PCR ტესტი მიიღო

03 მაისი 2020, 10:59 1095 ნახვა

საქართველომ გერმანიისგან საჩუქრად რამდენიმე ათასი PCR​ ტესტი მიიღო, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ლუგარის ცენტრში  განაცხადა. გაწეული დახმარებისთვის ამირან გამყრელიძემ გერმანიას მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ გერმანიის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ გერმანულმა ინსტიტუტმა გამოაგზავნა არა ტესტები, არამედ მასალა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიყენებს ტესტების დასამზადებლად.

ეს არის კომპეტენტური ინსტიტუტი, რომელსაც ეს შეუძლია და ამაყი ვარ, ვიხილო საქართველოს და გერმანიის თანამშრომლობა“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.ცნობისთვის გეტყვით, რომ მედიკოსები ყოველდღიურად ათასზე მეტი ტესტირების გაკეთებას აპირებენ. ამირან გამყრელიძის თქმით მხოლოდ გუშინ 1315 ტესტი გაკეთდა. მაისის ბოლოს კი სურთ, რომ დღეში ტესტირების რაოდენობამ სამი ათასს გადააჭარბოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი