ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ კაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

30 აპრილი 2020, 10:38 4601 ნახვა

ბოჭორიშვილის  სახელობის კლინიკაში Covid-19-ის ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე  დამაკმაყოფილებელია.

"გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მესამე კვირა მკურნალობდა კლინიკაში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. კონკრეტულად, ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები და ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, ორმხრივი პნევმონია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან, ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა დაინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. დღეს წამოაყენეს კიდეც და დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი