დღეს 18 საათიდან, კომპანიები საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ

29 აპრილი 2020, 16:14 2137 ნახვა

იმ კომპანიებს, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა სურთ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ. ასეთი კომპანიების რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუს საქმიანობის დასაწყებად.

„ბიზნეს სექტორი ვალდებულია, დღეს, 18:00 საათიდან დაიწყოს რეგისტრაციის პროცესი, ეს არის მათივე ინტერესი, ჩვენი ინტერესია, რომ კომპანიებს დავეხმაროთ, მივაწოდოთ ინფორმაცია. სპეციალური აპლიკაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ინფორმირებული იყოს ბიზნეს-სექტორი შემოწმებამდე, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნეს სექტორი. ყოველდღიურად ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოქვეყნდება კომპანიების სია, რომლებიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მათ მიენიჭებათ 2 - კვირიანი ინტერვალით მუშაობის გაგრძელების უფლება,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის განცხადებით აპლიკაციით 1000-ზე მეტი კომპანიის შემოწმება იგეგმება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი