“საქართველო არის ნახევრად ოკუპირებული და მთლიანად ევროპული”- კვირიკაშვილი

21 აპრილი 2016, 00:00 4376 ნახვა

“შეშფოთებული ვართ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებით, ჩატარდეს რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების საკითხზე” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი  შეფასებით,  საქართველო არის ნახევრად  ოკუპირებული და მთლიანად ევროპული ქვეყანა. როგორც პრემიერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშე დგას, სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაა. პრემიერის თქმით, საქართველო ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობებში არსებული ჩიხი დაძლიოს პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებით, რომელიც მიმართულია სავაჭრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში კავშირების აღდგენისკენ.

ამავე კატეგორიაში