ახალმა ზელანდიამ კორონავირუსი დაამარცხა

28 აპრილი 2020, 18:02 3103 ნახვა

ახალი ზელანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პანდემია უკვე დაამარცხა, ზელანდიაში მსოფლიოში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ მიღებული და აღსანიშნავია, რომ ისინი ქვეყნის ხელისუფლებამ ვირუსის პირველი გამოვლენის შემთხვევისას მიიღო.

ქვეყანაში სულ 1400 მეტი დადასტურებული შემთხვევაა და აქედან მხოლოდ 19 გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევები კი აღარ ფიქსირდება. მთლიანად მსოფლიოში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონ 100 ათასს გადააჭარბა და ყველაზე მძიმე ვითარება აშშ-შია რომელზეც მსოფლიოს ინფიცირებულთა მესამედი მოდის. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში