''ნაციონალური მოძრაობა'' 2014 წლის ბიუჯეტის დარღვევებზე საუბრობს

27 სექტემბერი 2016, 00:00 3911 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს წევრი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' მერაბ ცინცაბაძე 2014 წელს ქობულეთის გამგეობაში ჩატარებულ აუდიტზე საუბრობს. მისი ინფორმაციით,  დასკვნაში საუბარია დაახლოებით  მილიონ ლარზე, რომლის არამიზნობრივი ხარჯვა განხორციელდა. ამ პერიოდში ქობულეთის გამგებელი გიორგი რომანაძე იყო. ცინცაბაძე ხელისუფლებას მიუწოდებს საკითხით დაინტერესდნენ. ბრალდებებთან დაკავშირებით გიორგი რომანაძის საპასუხო კომენტარს მომდევნო  გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში