ხვალიდან ბათუმში ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება   

26 აპრილი 2020, 18:07 5569 ნახვა

ხვალიდან  აღდგება ავტომობილების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა. შესაბამისად გაიხსნება  ღია აგრარული და თევზის ბაზრები ბათუმშიც. როგორც ცნობილია   მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრების ტერიტორიაზე პირბადის გარეშე შესვლა აკრძალული იქნება. 

ადგილზე მისულ მომხმარებლებს კი  თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და  ერთჯერადი ხელთათმანები გადაეცემათ. მკაცრად უნდა იყოს  დაცული დისტანცია, როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში. ბაზრებს  თითო შესასვლელი და გასასვლელი ექნებათ. ამასთან ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას დეზინფექცია ჩაუტარდება.

რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო გააკონტროლებს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი