EMC: თეონა თურმანიძის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება აზრის გამოხატვის გამო დევნაა

23 აპრილი 2020, 14:03 1518 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის გამოშვების წამყვანისა და რეპორტიორის, თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ფაქტს მაუწყებელში კრიტიკული ჟურნალისტების დევნის მორიგ მაგალითად მიიჩნევს.

მათი განცხადებით, მაუწყებლის ხელმძღვანელობა ბოროტად იყენებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს მაუწყებელში აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებისკენ. ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესების მარეგულირებელი აქტი მაუწყებლის თანამშრომლებს მხოლოდ 2020 წლის 20 აპრილს, მაუწყებლის პორტალზე გამოქვეყნებით, გააცნეს.

თეონა თურმანიძის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო იმ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთებულია 2020 წლის 14 აპრილს, მანამ ვიდრე მისთვის ცნობილი გახდებოდა არსებული  აკრძალვების შესახებ. ორგანიზაცია ტელევიზიის დირექტორს თეონა თურმანიძის ეთერში დააბრუნების,  აჭარის უმაღლეს საბჭოს კი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში