ეუთოს ანგარიში

27 სექტემბერი 2016, 00:00 2744 ნახვა

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები, ოლქების ახალი საზღვრების დადგენა და ამომრჩეველთა სიები-ამ საკითხებზეა გამახვილებული ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში. დოკუმენტში ასევე  ნათქვამია, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვება მოქალაქეებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წარმომადგენლებს შეუძლიათ. სადამკვირვებლო მისიას ცალკე პუნქტად აქვს გამოყოფილი პარტიულ სიებში, ასევე  მაჟორიტარულ კანდიდატებად დასახელებული ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იყრიან კენჭს, ასევე ამომრჩეველთა სიები, ბიულეტენები, ოქმები და ამომრჩეველთა ინფორმაცია უმცირესობის ენებზე არის გადათარგმნილი.

ამავე კატეგორიაში