აშშ-ში ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობის ახალი ანტირეკორდი

22 აპრილი 2020, 13:47 2533 ნახვა

აშშ-ში ახალი ანტირეკორდია.  ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ  გასულ  დღე-ღამეში 2 ათას 700  ს გადააჭარბა.  აშშ-ში ეპიდემიის დაწყების შემდეგ ლეტალურად  45 ათასი შემთხვევა დასრულდა.  რამდენიმე შტატში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო.

 აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა მრავალმილიონიანი  დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც საავადმყოფოებისა და კოვიდ-19-ზე ტესტირების დაფინანსებას მოხმარდება. ის შტატები, სადაც კორონავირუსის გავრცელების შეკავება შეძლეს,  მუშაობა განაახლეს სილამაზის სალონებმა, სპორტულმა დარბაზებმა და ზოგიერთმა რესტორანმა.  

თუმცა ამერიკელები ყველა შეზღუდვის გაუქმებას ითხოვენ.   საპროტესტო აქციებია მექსიკაში, თუმცა აქ  მედიკოსები საავადმყოფოების პერსონალის დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას  მოითხოვენ.   ქუჩებში ბრაზილიელებიც გამოვიდნენ, თუმცა  არა საპროტესტო  აქციაზე. ადგილობრივმა მოსახლეობამ ქუჩების დეზინფექცია გადაწყვიტა.  ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია შორსაა იდეალურისგან.  

ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და დღეისთვის 43 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი სამი ათას ადამიანს უახლოვდება.  ავსტრალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა შვიდჯერ ნაკლებია და ახალი შემთხვევებიც იკლებს. ქვეყნის ხელისუფლებამ ზოგიერთი პლაჟის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კარანტინი  მაისის შუა რიცხვებამდე მაინც გააგრძელა.  

საკარანტინო რეჟიმს  ასუსტებს საუდის არაბეთიც.  24  საათიანი კომენდანტის საათი შეიცვლება საღამოს 5 საათიდან  დილის 9 საათამდე ქუჩაში  გამოსვლაზე აკრძალვით  და ესეც მხოლოდ მუსლიმებითვის წმინდა რამაზანის თვეში.  ანალოგიური ზომები მიიღეს პალესტინაშიც

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში