სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილების უფლება ექნებათ

22 აპრილი 2020, 14:14 2028 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შესრულების პრობლემა, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მათ ამ სამუშაოებისთის გადაადგილების უფლება ეძლევათ.

"27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის. გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები(არაუმეტეს 3 პირი პირბადით)"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შესაბამისი ნებართვების გაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და რეგიონული შტაბები განახორციელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში