აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია - ამირან გამყრელიძე

21 აპრილი 2020, 17:35 2080 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მომავალი 3-4 კვირა საკმაოდ რთული იქნება. ის მოსახლეობას ისევ სახლში დარჩენას და რეკომენდაციების დაცვას სთხოვს. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა, არც წამალი ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის დისტანციის დაცვა. 

​"გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, ეს ღონისძიებები არის მიმართული იმისთვის, რომ დავიცვათ ისევ და ისევ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიების და ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა"- ამირან გამყრელიძე

მისივე განცხადებით, აუცილებელია დაიცვას რეკომენდაციები იმისთვის, რომ ეს პიკური პერიოდი ქვეყანამ ნაკლები დაზიანებით გადაიაროს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში