გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე

27 სექტემბერი 2016, 00:00 2788 ნახვა

“თავისუფალი ზონის“ ყოფილი წარმომადგენლების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაციის ყველა წევრი დაიკითხულია. ”თავისუფალი ზონის” გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გუშინ 9 წევრთან ერთად ორგანიზაცია დატოვა. მიზეზი კი ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაცემული მითითებები გახდა, რომელიც 8 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ეხებოდა. 

ამავე კატეგორიაში