BBC საქართველოში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაზე წერს

19 აპრილი 2020, 15:34 1972 ნახვა

მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები თავიანთ კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე ზეიმობენ, - ამის შესახებ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ აღნიშნავს წელს აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესია.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოზეა გამახვილებული. გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ადამიანებს მოუწოდეს, ღვთისმსახურებებს არ დასწრებოდნენ, თუმცა საქართველოში მრევლს ეკლესიებში მისვლის საშუალება მაინც აქვთ.გამოცემა  წერს, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალა კერძო მანქანებით გადაადგილება, დაიხურა სასაფლაოები, რომლებსაც ქართველები აღდგომის დღეებში ტრადიციულად სტუმრობენ.

„ისინი, ვინც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს არღვევენ, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრებასაც კრძალავს, ჯარიმდებიან.“ BBC წერს, რომ სასულიერო პირები ზიარებას კვლავ საერთო კოვზის გამოყენებით ატარებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში