აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა 

18 აპრილი 2020, 22:42 14245 ნახვა

ბათუმის კლინიკა "მედალფაში" კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. იგი კლინიკაში 8 აპრილიდან მკურნალობდა, 13 აპრილიდან კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. განცხადება კლინიკის რეგიონულმა დირექტორმა ლევან ანთაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"21:50 წუთზე დაფიქსირდა გარდაცვალება პაციენტის,პაციენტს ქონდა თანმხლები დაავადებები კოროონავირუსთან ერთად. პაციენტი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. იგი 70 წელს გადაცილებულია"-განაცხადა ლევან ანთაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით ამ პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

''რამდენიმე დღის წინ ვიყავი "მედალფაში" და გავეცანი მათ საქმიანობას, ასევე დავათვალირე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ვიცი ეს პაციენტი, ვიცნობ მის მდგომარეობას. მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი. მას კორინავირუსი რომც არ დამართნოდა ის ისედაც იყო მძიმე და უიმედო იყო. შაქრიანი დიაბეტი და სხვა თანხმლები დაავადებები ჰქონდა.  ყველაფერ ამას დაემატა ვირუსი. ბათუმმა ჩემზე დატოვა კარგი  შთაბეჭდილება. ქვეყნის მასშტაბით ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა. მათ ასეთი მძიმე პაციენტი არაერთი გადაარჩინეს"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 86 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 4 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში