აშშ-ში 700 ათასს გადააჭარბა  კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ

18 აპრილი 2020, 12:50 2203 ნახვა

კანადაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში  ვირუსი  1  714  მოქალაქეს დაუდგინა.კანადაში სულ კორონავირუსის 32 ატასამდე   შემთხვევაა გამოვლენილი.  

700 ათასს გადააჭარბა  კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ  ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი ქვეყანაში 29 131 ადამიანს დაუდგინდა.ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთში.ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 17 იმპორტირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში