დღეს, იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრებიან

18 აპრილი 2020, 12:24 1328 ნახვა

დღეს, იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების 15 წარმომადგენელი დაიშვება. რაც შეეხება წმინდა ცეცხლს, მას სხვადასხვა ქვეყანაში სპეცრეისებით წაიღებენ, თუმცა თვითმფრინავში მყოფ პირებს ბორტის დატოვების უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ადგილზე მიაწოდებენ. წმინდა ცეცხლს წააბრძანებენ საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და რუმინეთში.

ცოტა ხნის წინ საბერძნეთის ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა .სადაც ნათქვამია, რომ  პანდემიისგან გამოწვეული რისკების გამო, ცეცხლი საბერძნეთის ტაძრებში აღდგომის ღამით არ გადანაწილდება და ის ათენში დარჩება. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში