რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს კორონავირუთან ბრძოლაში დაეხმარება

17 აპრილი 2020, 11:59 1079 ნახვა

რუსეთის  თავდაცვის სამინისტრომ   შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფების სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად   მიავლინა.  ამის შესახებ  შავის ზღვის ფლოტის პრეს-სამსახური იუწყება.  

13 სპეციალიზებული ავტომობილისგან  შემდგარი კოლონა ოკუპირებულ აფხაზეთში  ყირიმის ნახევარკუნძულიდან მიემართება.

რუსი სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში  დროებით  ავტოპარკსა და სპეციალური ტექნიკის პუნქტებს  მოაწყობენ, რომლებიც  ქუჩებისა და შენობების დეზინფექციაში მიიღებენ მონაწილეობას.  

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი  კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოს ოკუპირებულმა ტერიტორიამ რუსეთთან ე.წ. სახელმწიფო საზღვარი 8 აპრილს ჩაკეტა. შეზღუდვა 20 აპრილამდე მოქმედებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში