ქობულეთში მემორიალი დაუდგეს პედაგოგს, რომელმაც სიცოცხლის ფასად ბავშვები გადაარჩინა

17 აპრილი 2020, 14:14 4150 ნახვა

ქობულეთის მერიამ მემორიალი დაუდგა საბავშვო ბაღის პედაგოგს, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს, მაშინ, როცა პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ყავდა ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა. 

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო, ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძესთვის მემორიალი გაეხსნა.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგა. 

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ტენდერი 5000 ლარზე იყო გამოცხადებული. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ დაასრულა, თუმცა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის გამო მისი ოფიციალური გახსნა ამ დრომდე არ მომხდარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში