ინფიცირებული მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის

17 აპრილი 2020, 10:53 6846 ნახვა

ბათუმში ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვი გაიზარდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ covid-19 სამედიცინო სფეროს კიდევ 5 წარმომადგენელს დაუდასტურდა. ისინი კლინიკა მედალფაში მკურნალობენ. 

მედიკოსების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. 

კლინიკაში ამ დრომდე რჩება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა. მას ტესტზე ორჯერადად უარყოფითი პასუხი ჰქონდა, მაგრამ ფილტვების ანთება კვლავ ფიქსირდება. ექიმების განმარტებით სრულ გამოჯანმრთელებამდე ქალი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. 

მედალფაში ამ ეტაპზე 37 პაციენტი მკურნალობს, აქედან 4 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კვლავ კრიტიკულად მძიმეა ორი პაციენტი. 

რაც შეეხება ინფიცირებულ მედიკოსებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი არ ასახელებს იმ კლინიკებს, სადაც ისინი მუაობდნენ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი