ხვალიდან ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება

16 აპრილი 2020, 15:57 1218 ნახვა

სააღდგომოდ ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით სასაფლაოები ხვალიდან დაიხურება, გადაწყვეტილება კი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.  სასაფლაოები 10 დღის განმავლობაში იქნება დახურული.

,,ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

რაც შეეხება სოფლებში არსებულ მცირე ზომის სასაფლაოებს, რწმუნებულის განმარტებით, ისინი არ დაიხურება, თუმცა წესრიგისა და რეკომენდაციების დაცვას პოლიცია გააკონტროლებს. 

რაც შეეხება ბათუმს. ბათუმის მერიას სასაფლაოების დახურვის გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში