საქართველოს მთავრობის მოთხოვნით Facebook-მა ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმა 

15 აპრილი 2020, 15:01 2331 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა სოციალურ ქსელს, ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით, რის შედეგადაც ამ დროისთვის ყველა ფეიქ ექაუნტი უკვე წაშლილია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისრაცია ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფების მიერ ვრცელდებოდა დეზინფორმაცია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 13 მარტს განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილია ყალბი ფეისბუქგვერდი და ამირან გამყრელიძე მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით სარგებლობს.

ადმინისტრაცია ასევე, აქტიურად მოიკვლევს საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა ყალბ ანგარიშებსაც, რომელთა მონაცემებსაც სოციალურ ქსელს მიაწოდებს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში