ვითარება ქობულეთის საკარანტინო ზონაში

14 აპრილი 2020, 18:20 1537 ნახვა

მესამე დღე მკაცრი კარანტინი ქობულეთის ოთხ სოფელში, მედიკოსები მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ და საეჭვო შემთხვევების აღმოჩენისას მოქალაქეთა ანალიზები ლაბორატორიებში იგზავნება, დღეს ქობულეთში 10 ანალიზის პასუხს ელოდებიან. სოფლებში შესვლა მხოლოდ მედიკოსებს და სადისტრიბუციო მანქანებს შეუძლიათ. მუნიციპალიტეტის მერიაში აცახდებენ, რომ მარაგების სიმცირის პრობლემა არ დგას. სულ აჭარაში კი კორონავირუსზე 27 პაციენტი მკურნალობს და მალე აქ ქობულეთის გარდა კიდევ 5 საეჭვო შემთხვევის პასუხს ელოდებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში