„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა

14 აპრილი 2020, 15:48 1187 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებ მოქალაქეს, ქურდული სამყაროს“ წევრები, საზღვარგარეთ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი „კანონიერი ქურდისთვის“ ფულის ჩარიცხვას აიძულებდნენ.

ბრალდებულებმა დაზარალებულ 18 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. 

''ბრალდებულებმა სისტემატიური ზეწოლისა და ქურდული გარჩევის გზით დაზარალებულ მოქალაქეს - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად 10 000 ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი