ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან

26 სექტემბერი 2016, 00:00 2893 ნახვა

''დღეს როდესაც გაცილებთ, გული სიამაყით გვევსება, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს პატარა ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში, ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალზე განაცხადა. ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები გაემგზავრებიან. გაცილების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და აშშ-ს ელჩი დაესწრნენ. 

ამავე კატეგორიაში