საინფორმაციო სამსახურს ახალი უფროსი ხუთშაბათს ეყოლება - შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა

14 აპრილი 2020, 15:05 1430 ნახვა

ხუთშაბათს საკონკურსო კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს უფროსს აირჩევს. კომისიის შემადგენლობაში მაუწყებელში თანამშრომლები ჯემალ გვეტაძე, ლალი ბერძენიშვილი და ნათია გოგიჩაიშვილი არიან.  

კონკურსანტთან გასაუბრება დისტანციურად 12 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, ამ პოსტზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა ვახო ხუზმიაშვილმა შეიტანა, რომელსაც მაუწყებელში დირექტორის პირველი მოადგილის პოზიცია უჭირავს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი