დედა ენის დღე - ვიდეო კონფერენცია

14 აპრილი 2020, 14:04 1732 ნახვა

14 აპრილი დედა ენის დღეა, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში სახელმწიფო მხოლოდ რუსული უნდა ყოფილიყო, რასაც საქართველოში კერძოდ კი თბილისსა და ბათუმში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შემდეგაც კომუნისტურმა რეჟიმმა დათმო და ენის ცვლილება აღარ მომხდარა, თარიღთან დაკავშირებით 1990 წელს ქვეყანაში ენის დღე დაწესდა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ქართული ენის მნიშვნელობასა და განვითარებაზე ონლაინ კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში