ერაყში გარდაცვლილ აჭარის მკვიდრს, საქართველოში სპეცრეისით გადმოასვენებენ - დავით ზაკალიანი

13 აპრილი 2020, 16:43 6907 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით გადმოასვენებენ.

დავით ზალკალიანის თქმით, გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. 

საუბარია 39 წლის გენად ცენტერაძეზე, რომელიც ერაყში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ითხოვდა. მათი თქმით, ემიგრანტი გულის შეტევით დაიღუპა და აქვთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც.

ახლობლები აჭარის მთავრობას სთხოვდნენ, თურქეთის შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობა გაეწიათ და საზღვრის გახსნის საკითხზე გამონაკლისი დაეშვათ. 

​''აჭარის მთავრობასთან ერთად მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ, ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების მიმართულებით და მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ განხორციელდება სპეცრეისი. გამომდინარე იქედან, რომ სახმელეთო გზით ძალიან გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ საზღვრები, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად, რომ გარდაცვლილი გადმოვასვენოთ სპეცრეისით. მასთან ერთად ასევე დაბრუნდებიან მისი ახლობლები და ნათესავები და ის ადამიანები, რომლებიც ერბილიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ'' - განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში