ბოჭორიშვილის კლინიკაში ოთხი საყურადღებო პაციენტი რჩება - მათ შორის არ არიან ბავშვები

13 აპრილი 2020, 10:30 1866 ნახვა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატათ, სულ კი ბოქსირებულ განყოფილებაში, COVID-19-ის დიაგნოზით 19 მოქალაქე მკურნალობს. მაკა სოლოღაშვილის ​თქმით, მათ შორის შვიდი პირი, 18 წლამდე ასაკისაა. 

''18 ადამიანი ჩაერთვება დღეს კვლევაში. ანალიზს ავიღებთ და მათ პასუხებს დაველოდებით. ინფიცირებულთაგან 4 არის საყურადღებო, თუმცა კრიტიკული არა. მათ შორის ბავშვები არ არიან. დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტის გამოჯანმრტელებას ველოდებით, პირველადმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ის არასრულწლოვანია'' - უთხრა ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა. 

კითხვაზე იყო თუ არა ბოჭირისშვილის კლინიკაში გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ დაზუსტებით არ იცის. 

''ექიმს ზუსტად ვერ გეტყვით, ერთია დამატებული ახალი, მაგრამ არა ჩვენთან გამოვლენილი. ასაკობრივად რისკ ჯგუფში არ შედის, დაავადება საშუალო სირთულით მიმდინარეობს'' - განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა. 

საქართველოში ​COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ცხრით გაიზარდა და 266 შეადგენს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში