მართლმადიდებლები დღეს ბზობას აღნიშნავენ

12 აპრილი 2020, 12:13 1860 ნახვა

დღეს, 12 მარტს, მართმალიდებელი მორწმუნეები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში საზეიმო წირვა დილის 9 საათზე დაიწყო. მათ შორის ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. ბათუმის საკათედრო ტაძარში დღეს მორწმუნეები დისტნციისთვის მონიშნულ ადგილებზე იდგნენ. 

ამ დღეს იკურთხება ბზა.  მიუხედავად  იმისა რომ, საგანგები მდგომარეობის გამო აიკრძალა  გარევაჭრობა  და მოჭრილი ბზის ტოტების გაყიდვა, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზის ტოტები მაინც გაიყიდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბზა საკუთარ ეზოში დარგეს და ყიდიან. იციან რომ გარევაჭრიბა აკრძალულია, თუმცა გვიყვებიან, რომ ძალიან უჭირთ ეკონომიკურად და სხვა შემოსავალი არ აქვთ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში